LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა – როგორ ეხმაურება ნიცა თავაძე ხვიჩას მორიგ წარმატებას

351
ხვიჩა და ნიცა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ წარმატებას  ეხმაურება ფეხბურთელის შეყვარებული ნიცა თავაძე და სოციალურ ქსელში აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს.

შეგახსენებთ, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და ტურნირი ჩატარებულ 9 მატჩში 2 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით დაასრულა. „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალურ ეტაპზე, „მილანთან“ დაპირისპირებაში გამოეთიშა, თუმცა უეფამ აღნიშნული ტიტული სწორედ ქართველ ფეხბურთელს მიანიჭა.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს „დინამო ბათუმიდან“ შეუერთდა და გუნდს დიდხნიანი პაუზის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა, თავად კი სადებიუტო სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები