LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება: „სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან კატალიზატორს და უცხოეთში ყიდიან“

149
ს (6)

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება. ახალი დადგენილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილებს ე.წ. კატალიზატორებს აცლიან და უცხოეთში ყიდიან.

„6 წელია უკვე საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ. ხარისხი მოწმდება სისტემატურად. ასევე, გეტყვით, რომ სხვა კომპლექსური ღონისძიებებიც დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, ერთგვარ ბიზნესადაა გადაქცეული ე.წ. კატალიზატორების საკითხი. ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება, ამიტომ ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და აიკრძალება კატალიზატორების ქვეყნიდან გატანა. სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და უცხოეთში ყიდიან. ეს არის პრობლემის მთავარი გამომწვევი. ვფიქრობ, შედეგი ძალიან მალე გვექნება, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ. პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის შემოწმებას, ასევე ავტომობილების. ჩვენ მიმდინარე წლიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დავიწყებთ ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება – ირაკლი ღარიბაშვილი

2025 წლის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზება საქართველოს 100 მილიონი ლარი დაუჯდება – ირაკლი ღარიბაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g