LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: დიდმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ, რომელიც, რაც არ უნდა ირონიული იყოს, მომდინარეობდა არა ჩრდილოეთიდან, არამედ – დასავლეთიდან, მსოფლიო დონეზე შელახა საქართველოს რეპუტაცია

136
fot (1)

რატომ არ უნდა დააყენოს დასავლეთმა აღქმები ფაქტებზე მაღლა საქართველოსთან ურთიერთობებში – ამ სახელწოდებით პარლამენტის თავმჯდომარე წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ „დასავლეთიდან მომდინარე დეზინფორმაციულმა კამპანიამ საქართველოს რეპუტაცია მსოფლიო დონეზე შელახა“.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს კამპანია თვეების განმავლობაში არყევდა საქართველოს მაშინ, როდესაც ქვეყანას ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა გადასაჭრელი.

„დიდმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ, რომელიც, რაც არ უნდა ირონიული იყოს, მომდინარეობდა არა ჩრდილოეთიდან, როგორც მოსალოდნელია ხოლმე, არამედ – დასავლეთიდან, მსოფლიო დონეზე შელახა საქართველოს რეპუტაცია. ეს დეზინფორმაცია, რომელიც ადგილობრივ და საგარეო აქტორებს შორის ურთიერთობით იქმნებოდა და ვრცელდებოდა, თვეების განმავლობაში არყევდა ჩვენს სახელმწიფოს მაშინ, როდესაც საქართველოს ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა მოსაგვარებელი როგორც გეოპოლიტიკურად, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

უცხოელმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გაიმეორეს და გააზიარეს ეს დეზინფორმაცია, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, წვლილი შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ კამპანიაში. ზოგიერთ ამ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით, ევროპარლამენტიდან, ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე.

საერთო ჯამში, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თაღლითობის მასშტაბი და მისი პოლიტიკური შედეგები აჩვენებს ორ რამეს: პირველი, საზღვარი არ აქვს საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ტყუილებს. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები იოლად ექვემდებარებიან მცდარ აღქმებს, რაც ძირს უთხრის ნდობას ჩვენს ურთიერთობებში.“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g