LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით – ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს“ – ირაკლი კობახიძე

147
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდეთ“. კობახიძე ყველას „სიმშვიდისკენ მოუწოდებს“.

„ჩვენი მთავრობა ალბათ ჯერ ისევ ვერ იჯერებს, რუსეთში რაც ხდება და თფუი ეშმაკსო იძახის ალბათ“ – ალეკო ელისაშვილი

რაც შეეხება, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ „რუსეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიოს და დროებით რუსეთთან სახელმწიფო საზღვარი ჩაკეტოს“, კობახიძე აცხადებს, რომ „ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია და ამაზე სახელმწიფო უწყებები ზრუნავენ“.

„რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ – ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს. ასეთი სისულელე ადრე თვითონ გახარიასაც არ უთქვამს, ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია, ყველაფერი დაცულია, ამაზე ზრუნავენ სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიასი, არ სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე: 

ვლადიმერ პუტინი: დავიცავთ ქვეყანას როგორც გარე მტრებისგან, ასევე შიდა მოღალატეებისგან.. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა, პასუხს აგებს​!

„თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულები პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში“ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ მებრძოლებს მიმართავს

ფოტოები: „სამხედროებით და ტანკებით პარალიზებული როსტოვი“ – რა ხდება ქალაქში, რომელიც არსებული ცნობით, „ვაგნერმა“ დაიკავა

ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს

ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ მებრძოლები როსტოვის და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორებად დანიშნა

პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ვაგნერზე” თავდასხმაში ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება – რას პასუხობს კრემლი

„სანამ გენშტაბის უფროსი და შოიგუ არ მოვლენ, აქ ვართ“ – ევგენი პრიგოჟინის ულტიმატუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს

„ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე სიტუაციას, მიმდინარე მოვლენებს ჯო ბაიდენიც გაეცნო“ – აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

ვინ არის ერთ დროს პუტინის „მზარეული“ პრიგოჟინი, რომლის წინააღმდეგ „ეფესბემ“, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g