როგორც ცნობილია, 64 წლის პოპის დედოფალი, მადონა რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არტისტი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლინიკაში მას ინტუბაცია ჩაუტარდა. მას სერიოზული ბაქტერიული ინფექცია განუვითარდა. როგორც მომღერლის მენეჯერი აცხადებს, მადონა საავადმყოფოში გასულ შაბათს სასწრაფოდ გადაიყვანეს და რამდენიმე დღეა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.
ინსაიდერების განცხადებით, ის ახლაა თავს ბევრად უკეთ გრძნობს, არტისტი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მკურნალობას აგრძელებს.
ახლახან მადონას 29 წლის შეყვარებულმა, მოკრივე, ჯოშ პოპერმა „ინსტაგრამ სთორიში“ გამამხნევებელი პოსტი გაავრცელა.
„შენ უფრო მეტი დიდებულებისთვის ხარ დაბადებული, იარე წინ“, – წერს ჯოში, რომელსაც მადონა უკვე 6 თვეა ხვდება.
ცნობისთვის, მადონამ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო თავისი საიუბილეო ტურნე დააპაუზა.
64 წლის მადონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს – პოპის დედოფალი საავადმყოფოშია
მადონამ მორიგი „სათამაშო ბიჭი“ გამოაჩინა – 64 წლის „პოპის დედოფალი“ 29 წლის მოკრივეს ხვდება