ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილები ლოს-ანჯელესში სეირნობის დროს გადაიღეს. 19 წლის პაქსი, 18 წლის ზაჰარა და 14 წლის ნოქსი კაფე Maru-სკენ მოემართებოდნენ, რომელიც ანჯელინას სახლის მახლობლადაა განთავსებული.
მათთან ერთად არ იმყოფებოდა 21 წლის მედოქსი და ასევე 14 წლის ვივიენი, რომელსაც საზოგადოების წინაშე ხშირი გამოჩენა არ უყვარს.
კომენტარებში წერენ, რომ ჯოლისა და პიტის ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟი, მამის ასლია.