LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმ ქვეყნის ელჩს ატოვებინებს უკრაინას, სადაც ომისგან განადგურებულ უკრაინელებს მფარველობენ, რა ჰქვია ამას? უმადურობა“ – ხუნდაძე ზელენსკის განცხადებაზე

211
ფორტუნა (71)

საქართველოს ხელისუფლება, ზელენსკისგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და სწორედ ამიტომ გავხდით დასავლეთისგან დარტყმის ობიექტი, – ასე გამოეხმაურა, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ელჩისთვის ქვეყნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.

„არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს ქვეყნის დასატოვებლად თბილისთან კონსულტაციისთვის

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და დაავალეს.

„მიხეილ სააკაშვილის ეკრანზე გამოჩენა მისი ლობისტების მხრიდან კიდევ ერთი შემოტევის საბაბი გახდა. გუშინ კვლავ იგივე სცენარი გაითამაშეს, რასაც აქამდე აკეთებდნენ სააკაშვილის საჩვენებელი გამოსვლა და შემდეგ წინასწარ მომზადებული ტექსტებით გამოხმაურებები. სააკაშვილის მიერ მიზანმიმართულად გამოყენებული საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე კითხვებს აღარ ბადებს ყველაზე რადიკალურად განწყობილ მოსახლეობაშიც კი, მათ შორის დარწმუნებული ვარ, არც მის ლობისტებში.

მათაც კარგად იციან, რომ თუ პატიმარი საკვებს ნორმალურად მიიღებს, კარგი ვიზუალი ექნება, თუმცა პოლიტიკური მიზნებისთვის ამის აღიარება არ აწყობთ. თან, წინ უდევთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც. ამ მანიპულაციური დაგეგმარების შედეგია გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაც საქართველოს ელჩის შესახებ. ზელენსკიმ მორიგი დავალება მიიღო და იმ ქვეყნის ელჩს ატოვებინებს უკრაინას, სადაც ომისგან განადგურებულ უკრაინელებს მფარველობენ.

რა ჰქვია ამას?! ამას შესაძლოა მხოლოდ ერთადერთი სახელი მივუსადაგოთ – უმადურობა, თუმცა სხვა ქვეყნების დაკვეთების განმახორციელებელს კიდეც რომ ჰქონდეს მადლიერების გრძნობა, ამის თქმის უფლებას არავინ მისცემს. საქართველომ უკრაინის მიმართ ღირსეული მეგობრობის მაგალითი აჩვენა, რაც ჩვენს ხასიათში დევს ზოგადად. საქართველოს ხელისუფლება, ზელენსკისგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და სწორედ ამიტომ გავხდით დასავლეთისგან დარტყმის ობიექტი. ეს ომიც დამთავრდება ადრე თუ გვიან და ისტორია ყველას შესაბამის ადგილს მიუჩენს. კიდევ ერთხელ ვუცხადებ თანადგომას უკრაინელ ხალხს, რომლებიც ამ სასტიკ ომს არ იმსახურებდნენ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ზელენსკის ერთი ბრძნული გამონათქვამი მინდა შევახსენო: „ვინც საკუთარ სამშობლოს ყიდის, ის სხვის სამშობლოს ნაცარტუტად აქცევს“. თუ გონი გაქვთ, უნდა მიხვდეთ, რომ აღარ გჭირდებათ ავანტიურისტი სააკაშვილის დამატება. ბოლოს და ბოლოს დაინდეთ უკრაინელი ხალხი“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან დაავალა უკრაინაში საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48-საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.

ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი, თუმცა ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g