უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობდა უმაღლეს დონეზე, თუ რა უნდათ საქართველოსგან, ისინი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობდა უმაღლეს დონეზე, თუ რა უნდათ საქართველოსგან, ეს იყო უმაღლესი დონე, მაგალითად, უშიშროების საბჭოს მდივანი დანილოვი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი პოდოლიაკი. ისინი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„უკრაინის ხელისუფლების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ცხადი. თვითონ ღიად საუბრობდნენ თავის დროზე, რა სურთ საქართველოსგან და ამისთვის მადლობა ეკუთვნის უკრაინის ხელისუფლებას, იმიტომ, რომ არიან ძალები, რომლებსაც იგივე სურთ საქართველოსგან, მაგრამ ამაზე ღიად არ საუბრობენ. უკრაინის ხელისუფლება არის გულახდილი, უკრაინა რა თქმა უნდა, არ იგულისხმება, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მადლობა უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც არის გულახდილი.
უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობდა უმაღლეს დონეზე, თუ რა უნდათ საქართველოსგან. შეგახსენებთ, ეს იყო უმაღლესი დონე, მაგალითად უშიშროების საბჭოს მდივანი დანილოვი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი პოდოლიაკი. ისინი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ. მადლობა მათ, რომ არ აქვთ დაფარული საკუთარი ინტერესი, საკუთარი პოზიცია, ღიად საუბრობენ იმაზე, რომ აქვთ ერთადერთი ინტერესი საქართველოს მიმართ – ეს არის მეორე ფრონტი. რა თქმა უნდა, ყველა მათი ნაბიჯი უკავშირდება ამ ინტერესს, არ მალავენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
