LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია, ამის არ უნდა შეგვშურდეს

153
fot

უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, საქართველო არ არის. აქედან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა არის სრულიად ბუნებრივი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2008 წელს, როცა ჩვენ ვიყავით ომში, მაშინ „მაპიც“ კი არ მოგვანიჭეს.

„როდესაც დიფერენციაციის საფუძველი არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით. ერთადერთი რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა – ჩართვა ომში, რასაც ითხოვდა ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, უკრაინის ხელისუფლება და არაერთი უცხოელი ექსპერტ-პოლიტიკოსი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით.

უკრაინა არის ომის მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის გასაგები. ამის არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში – 2008 წელს, როცა ჩვენ ვიყავით ომში, მაშინ „მაპიც“ კი არ მოგვანიჭეს. მაშინ იყო ასე. მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. კარგია რომ დღეს უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. რა თქმა უნდა, ამის არ უნდა შეგვშურდეს და არც შეგვშურდება“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g