ისევე როგორც ყვერლა მსხვილ დედაქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის მავრიტანიის დედაქალაქ ნუაკშოტშიც. აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტობუსებში გამოიხატება, რადგან მეტრო, ტრამვაი და ტროლეიბუსი აფრიკაში დიდი იშვიათობაა. უფრო კონკრეტულად, ტროლეიბუსი აქ არსად არის, ტრამვაი კი რაბატსა და კასაბლანკას და ქაიროსა და ალექსანდრიას შორის მოძრაობს.
ფოტოგრაფი წერს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ გაჩერებაზე გადაიღო, რადგან მძღოლისა და მგზავრების უკმაყოფილებას მოერიდა, ასევე, აღნიშნავს, რომ სამარშუტო ნომრები მითითებული არ არის, არ არსებობს ბილეთი და ხურდას მძღოლი იძლევა. თავად სამარშუტო ტაქსი კი მოთხოვნის მიხედვით ყველგან ჩერდება.