LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კახა კა­ლა­ძის ოჯახ­მა, სასტუმრო სტი­ქი­ის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე და­ტო­ვა“ – „Sunset Shovi“-ს წარმომადგენელი

1190
კახი კალაძე

სასტუმრო „Sunset Shovi“-ს მმართველი კომპანიის წარმომადგენლის ანა მურადაშვილის განცხადებით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რმა, კახა კა­ლა­ძის ოჯახ­მა, სასტუმრო სტი­ქი­ის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე და­ტო­ვა.

მურადაშვილის ცნობით, თბილისის მერის ოჯახმა სასტუმრო  საკუთარი ავტომობილით დატოვა.

ონის ავტოსადგური სტიქიის ზონიდან და თბილისიდან მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

„კახი კალაძის ოჯახის წევრები ნამდვილად იყვნენ ჩვენი სტუმრები, თუმცა მათ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს სასტუმრო.

ამ დრომდე ჰქონდათ მათ ჯავშანი და 12:00 საათისთვის უკვე მოხდა „ჩექაუთი“. ისინი ჩვეულებრივ საკუთარი ავტომობილით გაემგზავრნენ.

რაც შეეხება უკვე სტიქიის შემდგომ პერიოდს, მე პირადად ვიყავი ადგილზე, სულ ვიმყოფებოდით 40 ადამიანი, პერსონალის და სტუმრების ჩათვლით, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

ვერტმფრენი რომ მოვიდა, პირველ რიგში მოხდა იმ ადამიანების ევაკუაცია, რომელთაც გადაუდებელად ესაჭიროებოდათ დახმარება, შემდეგ კი გამოგვიყვანეს სხვები.

ამჟამად ყველა უვნებლად არის და საბედნიეროდ, მშვიდობიანად გამოვედით“. – აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „Sunset Shovi“-თან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა.

შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები ისევ ინტენსიურად ეძებენ. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

შსს: ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე კიდევ 140 ადამიანია გადაყვანილი

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
mazda magti 5g