LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იდენტიფიცირებულია 12 გარდაცვლილი, მიმდინარეობს 5 მიცვალებულის იდენტიფიცირება“ – რაჭის მაჟორიტარი დეპუტატი

250
Untitled design (7)

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 17 ადამიანიდან ამ დროისთვის 12-ია იდენტიფიცირებული – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ განაცხადა.

შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

დეპუტატის თქმით, ამოცნობის შემთხვევაშიც, დნმ-ის ანალიზი ყველა მიცვალებულზე ტარდება:

„12ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა – 6 ოჯახის მიერ იქნა ამოცნობილი, 6 კი პოლიციის მიერ არის იდენტიფიცირებული. 5 მიცვალებულზე იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ამოცნობის შემთხვევაშიც კი, დნმ-ის ანალიზი აბსოლუტურად ყველაზე კეთდება“, – თქვა გოჩა ენუქიძემ.

„ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს, იქ ვერაფრით შევიდოდი.. ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან, დედას მდგომარეობა კატასტროფულად რთულია, ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს“ – მარიტა გუტაშვილი 9 ნათესავს ეძებს 

შეგახსენებთ, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 20-მდე ადამიანს ეძებენ. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 მოქალაქე.

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g