2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
იზა ომაძე შოვის ტრაგედიას ეხმიანება დ წერს, რომ „ნიკოს დაბადების დღისთვის სხვანაირად ემზადებოდა, თუმცა შოვის ტრაგედიამ ყველას სულის ტკივილი განუახლა“.
„აგვისტოს თვე ასმაგად დიდი ტკივილით დაიწყო. სხვანაირად ვემზადებოდი ჩემი ნიკოს დაბადების დღისთვის, მაგრამ შოვის ტრაგედიამ ისეთი სულის ტკივილი განგვიახლა, რომ ადგილს და მოსვენებას ვერ ვპოულობ!
მაგრამ უნებურად, შენდა დაუკითხავად საათი ისევ აგრძელებს ბრუნვას და დაუკითხავად ისევ ამოდის დამორცხვებულად მზე და ცხოვრება გრძელდება…
გუშინ უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გამართულ მატჩს ვუყურებდი, ჩვენი ქვეყანაც იყო წარმოდგენილი, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას და სწორ ადგილას დგებიან, აქ ხომ საუბარია ბავშვებისთვის სკოლის აშენებაზე და ვერც წარმომიდგენია, თუ რამ შეგიძლია, როგორ არ უნდა გამოიყენო შენი შესაძლებლობები (არჩილ არველაძე, შოთა არველაძე) მეც ვერ დავივიწყებ მათ თანადგომას, ნიკოს სახელზე გამართულ ტურნირს და მოტივაციას ახალგაზრდებისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და აზროვნება ქმნის ნორმალურ ქვეყანას.
ჯანფრანკო ძოლას (Zola) გამოჩენა კი ასმაგად ტკივილიანი იყო, ის ბედნიერი დღე გამახსენა და გახარებული ჩემი ნიკო.
გაუსაძლისია მონატრება, თორემ ვაი იმას, ვისაც ჰგონია, რომ მიწისგან შექმნილი მიწადვე არ იქცევა!!!
მშვიდობა სულში და მშვიდობა მსოფლიოში მოგცეთ უფალმა და გასახსენებლად კიდევ, უფალს რომ გაუხარდება, ისეთი ისტორიები ბიოგრაფიაში“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.
აგვისტოს თვე ასმაგად დიდი ტკივილით დაიწყო?? სხვანაირად ვემზადებოდი ჩემი ნიკოს დაბადების დღისთვის, მაგრამ შოვის ტრაგედიამ…
Posted by Iza Omadze on კვირა, 06 აგვისტო, 2023
