9 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების დღეა – აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“.
„აგვისტოს ომში დატყვევებულ ქართველ ჯარისკაცს რუსი სამხედროები საკუთარი სამშობლოს შეყრაცხყოფას აიძულებდნენ, შემდეგ კი წამებით მოკლეს.
23 წლის მებრძოლმა სიცოცხლე ქვეყნის ღირსებისა და თავისუფლებას დაცვას შესწირა.
გიორგი ანწუხელიძე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის განსაკუთრებული სიმბოლოა.
დიდება გმირებს!“, – წერია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
9 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების დღეა.
აგვისტოს ომში დატყვევებულ ქართველ…
Posted by სირცხვილია • Shame Movement on სამშაბათი, 08 აგვისტო, 2023
გიორგი ანწუხელიძე 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტია, რომელიც ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიორგი ანწუხელიძის კედელი გაიხსნა