შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული, სოფო ბაკურაძის შესახებ არაერთი ემოციური პოსტი გავრცელდა. სოფოს პატარა, 4 წლის შვილი ჰყავს, რომელიც დედას 6 დღეა ელოდება.
სოციალური ქსელის მომხმარებლები საზოგადოებას თხოვნით მიმართავენ, გამოიჩინონ მხარდაჭერა და დაეხმარონ პატარა ლუსის.
“უკვე მეექვსე დღეა ოთხი წლის ლუსი დედას მოუთმენლად ელოდება, უფროსები ეუბნებიან, რომ დედა კანფეტების საყიდლადაა წასული და მალე დაბრუნდება. ლუსი, ხშირად მიჰყავთ სხვადასხვა ადგილას, იქნებ დედა უფრო იშვიათად მოიკითხოს.
სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედაა, სოფელ გლოლადან, ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა და ლუსის ბოლოს, 3 აგვისტოს, ჩაეხუტებით გამოემშვიდობა. სოფოს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
ლუსიზე ზრუნვის სრული პასუხისმგებლობა მარტოხელა დედას ჰქონდა, სოციალური შემწეობის ამარა დარჩენილს კი, ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.
ვიცით შეუძლებელია დედის მონატრებას ვუშველოთ რამე, ვერც დედის მოფერებას შეედრება ჩვენი მზრუნველობა, მაგრამ რაც სოფოს შეგვიძლია გავუკეთოთ ახლა, ლუსიზე ზრუნვაა.
“რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი” და “რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა” ვიწყებთ ზრუნვას ლუსისთვის. ახლა საზოგადოების თითოეული წევრის თანადგომა ნებისმიერი ფორმით ჩვენთვის ფასეულია.
თუ მხარდაჭერა შეგიძლიათ სათამაშოებით, ტანსაცმლით ან პროდუქტებით დაგვიკავშირდით:
ანი – 599 70 04 99
ლამარა – 598 21 19 15
თანხის ჩარიცხვის მსურველებმა:
(პ/ნ 04001013163)
მიმღები – ლამარა ბოჭორიშვილი
Bank of Georgia #GE27BG0000000565975342
(პ/ნ 04001001846)
მიმღები – ნინო (ნანა) სოხაძე
რაჭველების სახელით, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით სრულიად საქართველოს თანადგომისა და თანაგრძნობისთვის ამ მძიმე დღეებში”, – აღნიშნულია პოსტში.
ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 19 ადამიანია დაღუპული.
სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ მუშაობას
