LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გმირია – ზურა კალანდაძე, მაშველი შოვიდან. სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ვერტმფრენით ჩამოიყვანეს, საავადმყოფოში 2 საათი იწვა, შემდეგ პალატიდან საკუთარი ფეხით გამოვიდა და შოვში დაბრუნდა, დაკარგულების მოსაძებნად“ – რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში

516
Untitled design

სოციალური ქსელის მომხმარებელი სვეტლანა სინა ფეისბუკში აქვეყნებს ინფორმაციას მაშველის შესახებ, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობს.

როგორც პოსტის ავტორი წერს მაშველმა ზურა კალანდაძე, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და საავადმყოფოში მკურნალობდა, კვლავ სტიქიის ზონაში დაბრუნდა:

„გაიცანით – ზურა კალანდაძე, მაშველი შოვიდან. სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. თბილისში, საავადმყოფოში სასწრაფოდ ჩამოიყვანეს ვერტმფრენით. საავადმყოფოში 2 საათი იწვა, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა ჩაუტარეს, შემდეგ კი პალატიდან საკუთარი ფეხით გამოვიდა და შოვში დაბრუნდა, დაკარგულების მოსაძებნად. დაუჯერებელია, ხომ? გმირია. ასეთ ადამიანებზე დგას სამყარო. ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოგაკლოს“, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

 

Знакомьтесь- Зура Каландадзе, спасатель из Шови. Упал с четвертого этажа гостиницы. Срочно доставили вертолетом в…

Posted by Svetlana Sina on პარასკევი, 11 აგვისტო, 2023

 

„ჩვენკენ მოცქრიალებს ლამაზი გოგონა, ანა ჰქვია, ხილი და ცივი წვენები მოგვართვა, სახლში მობრძანდითო, გვთხოვა“ – რას წერს შოვში, სამძებრო ოპერაციაში მონაწილე მოქალაქე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g