Hackney Diamonds – ეს მეოცე საუკუნის უდიდესი ბენდის, მუსიკის ისტორიის თანაავტორების, მრავალი ეპოქის გადამტრიალებლისა და როკ-ინდუსტრიის მოდის უმთავრესი ღერძის, The Rolling Stones-ის ოცდამეექვსე სტუდიური ალბომია, რომლის პირველადი ჩანაწერიც სადღაც შორს, Universal Music Group-ის ან თავად ჯგუფის ღრმა საცავებში დევს და კოპირდება მილიონობით ვერსიად, რათა დამშეულ მსმენელს კიდევ ერთხელ შეახსენოს, რა არის ეპოქალური მუსიკა.
The Rolling Stones – რა უნდა ვთქვათ ამ ბენდის შესახებ იმაზე მეტი, ვიდრე ისედაც ყველამ ვიცით.
ექვსი ათწლეულის, ბრიტანული ოცდაოთხი და ამერიკული ოცდაექვსი ალბომის გამოცემის შემდეგ, მსოფლიოს ყველა კუთხეში რომ მოასწრეს და ხმამაღლა ათქმევინეს მიკ ჯაგერის, კიტ რიჩარდსისა და რონი ვუდსის სახელები.
29 აგვისტოს, მედიაში მომავალი ალბომის ფოტოები გავრცელდა. ახალ ნამუშევარში გარდაცვლილი ჩარლი უოთსის, „როლინგების“ დრამერის ბოლო ნამუშევარსაც მოვისმენთ. მეტიც, The Rolling Stones-მა, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, თავისი უფროსი ძმა-ბენდის, The Beatles-ის სოლისტი, პოლ მაკკარტნი მიიწვია. ის არ იმღერებს, დაუკრავს, თუმცა ვინც იმღერებს, მან წელს დატოვა დიდი სცენა და დამსახურებულ პენსიაზეც გავიდა. მაკკარტნის გარდა ახალ ალბომში ელტონ ჯონსაც მოვისმენთ. მისი ტკბილხმოვანება, ჯაგერის ცანცარში ნამდვილად არ აგერევათ.
ველით 6 სექტემბერს!
საუკუნის კოლაბორაცია! – The Rolling Stones და The Beatles – ერთობლივ ალბომზე მუშაობენ
ეს ფოტოები ისტორიას დარჩება – ლეგენდარული The Rolling Stones-ის სასწაული პერფორმანსი ლონდონში
ლეგენდები – The Rolling Stones-ის ახალი ტურნე Sixty დაიწყო