გუშინ დასავლური მედია 83 წლის ალ პაჩინოსა და 29 წლის ნურ ალფალაჰის განშორების შესახებ ალაპარაკდა. ტაბლოიდების ცნობით, ნურიმ სასამართლოს სამი თვის შვილზე მეურვეობის მოთხოვნით მიმართა, ის ალიმენტსაც ითხოვდა, თუმცა აღნიშნული ჭორი რამდენიმე საათში გაქარწყლდა.
წყვილი გვიან ღამით, ლოს-ანჯელესში, რესტორანში მიმავალი გადაიღეს. ისინი მანქანაში ისხდნენ, რომელსაც ნური მართავდა. ლეგენდარული მსახიობიც და მისი რჩეული ბრწყინვალე ხასიათზე იყვნენ და იღიმოდნენ.
29 წლის ნურ ალფალაჰი 83 წლის ალ პაჩინოს დაშორდა და შვილისთვის ალიმენტს ითხოვს