Sia-მ სინგლი Gimme Love გაავრცელა. ნამუშევარი მის მომავალ ალბომში, Reasonable Woman შევა, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე გამოვა.
ეს 8 წლიანი პაუზის შემდეგ, მისი პირველი ალბომი იქნება. მისი უკანასკნელი ალბომი This Is Acting 2016 წელს გამოიცა, რომელსაც 2017 წელს საახალწლო ალბომი Everyday Is Christmas მოჰყვა, 2021 წელს კი არტისტმა საუნდტრეკების ალბომი Music ჩაწერა.
BTS-მა ახალი ალბომი გაავრცელა, რომელშიც Sia მონაწილეობს
რამდენიმე თვის წინ არტისტმა განაცხადა, რომ აუტისტური სპექტრი აქვს. მენტალური ჯანმრთელობის შესახებ მან საჯაროდ პოდკასტის, Rob Has a Podcast ერთ-ერთ ეპიზოდში ისაუბრა.
Sia აცხადებს, რომ აუტისტური სპექტრი აქვს
Sia-მ 16 წლის რეპერი ბიჭი იშვილა