LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია შვილზე – „იმედიანადაა, საბრძოლო განწყობა აქვს.. აბა, რა გითხრათ შეწყალებაზე.. არ აქვს აზრი”

178
Untitled design (9)

„მიუხედავად იმისა, რომ [სააკაშვილს] ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, მორალურად იმედიანადაა განწყობილი. საბრძოლო განწყობა აქვს აშკარად. ამბობს, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვება. ალბათ, ასეც იქნება, – ამის შესახებ  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

კითხვას შეხვდა ან შეხვდება თუ არა  საქართველოს პრეზიდენტს შვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ალასანია ასე პასუხობს:

„აბა რა გითხრათ. შეწყალებაზე არ აქვს აზრი. მე ასე ვფიქრობ.”

მან ასევე ისაუბრა ფრენებთან და თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით.

„დღეს იმასაც მეუბნებოდნენ, თითქოს, კოლუმბიაში იყო ნარკოდილერის თუ ნარკობარონის საფლავი. კოლუმბიაში იყო კოლუმბიის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასული. ბევრ სხვა ადამიანსაც ხვდებოდა იმ პერიოდში“, – განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, სარგებლობდა თუ არა ის ჩარტერული რეისებით, განაცხადა, რომ – „არა“.

ცნობისათვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g