LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შტაბურ-კამპანიურ მუშაობაში პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება აქვს“ – ენმ-ისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს

145
ხაბეიშვილი და ვაშა

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციას შტაბური, კამპანიური მუშაობა სჭირდება. ამის გამოცდილება გიორგი ვაშაძეს აქვს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ძალა იქნება ბიძინა ივანიშვილის „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ:

სააკაშვილი: „მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით – ვაშაძის როლს ვაფასებ, როგორც ძალიან დადებითს“ 

„საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ცვლილებები სჭირდებათ. საქართველოს მოქალაქეს ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება აქვს გადაწყვეტილი.

„მოიყვანეს 0.5%-იანი გიორგი ვაშაძე, რომელსაც არჩევნებზე ნიგერიელმა პრინცმა ოგბუნუჯუმაც კი გაუსწრო.. პატრიოტების 40% პარტიიდან გარიყეს“ - წიკლაური ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთიან პლატფორმაზე

„ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ახალი მიდგომებით, პრინციპებით, თავისუფალ ადამიანებზე დაყრდნობით და ქართველი ხალხის ნების გათვალისწინებით დაიწყებს ოპერირებას“ - ამბობს წიკლაური.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი არის სწორედ ის ძალა, ის გუნდი, რომელიც მთავარი ძალა იქნება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ცხადია.

შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კოალიციას სჭირდება, მათ შორის, შტაბური, კამპანიური მუშაობა და 2018 წელს გვაქვს ოპოზიციას საუკეთესო გამოცდილება იმის, რომ ერთტურიან არჩევნებში, ვგულისხმობ, პირველ ტურში გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2018 წელს და 2024-ში ვადიან ან ვადამდელი არჩევნების პირობებში, ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი ტური არჩევნების, მხოლოდ ერთი დღე არჩევნების და არანაირი ორი ტური აღარ არსებობს.

ლევან ხაბეიშვილი: დღეიდან „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების საერთო სტრატეგია

შესაბამისად, 2018 წელს პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება, შტაბურ-კამპანიურ მუშაობაში აქვს გიორგი ვაშაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს, ამ შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები