LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარელში, თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 

143
ing

4 ოქტომბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტში თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს, თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ყვარელში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს

სასამართლო  პროცესზე პროკურატურამ არგუმენტად მოიშველია ბრალდებულის პირადი კავშირები მოწმეებთან, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობა, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ტიპის იარაღი, რის საფუძველზეც პატიმრობა მოითხოვა.

პროცესზე ბრალდებულმა მომხდარის გამო სინანული გამოთქვა და დუმილის უფლება გამოიყენა.

ცნობისათვის, შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში მოხდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის ინფორმაციით,  შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც, ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ერთმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ დაცვის პოლიციის ინსპექტორს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება 

 

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g