ალეკ ბოლდუინმა და მისმა მეუღლემ, ჰილარიმ ყოველწლიურ კინოფესტივალზე შვიდივე შვილი მიიყვანეს. 65 წლის ალეკი და 39 წლის ჰილარი ამ დღეს ყოველდღიურ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილნი, მათ შვილებსაც თავისუფალი სტილის სამოსი ეცვათ.
ბუნებრივია, წითელი ხალიჩა ბავშვების ხმაურმა მოიცვა. დამსწრე საზოგადოება „ბოლდუინების ჯარს“ აღფრთოვანებით უცქერდა.
„გადადგეს მთელი ჰოლივუდი“, „შემდეგ წელს 8 ბავშვით მოვლენ“, – ხუმრობენ კომენტარებში.
ალეკ ბოლდუინმა შვილებზე ემოციური პოსტი გაავრცელა და უფროსი ქალიშვილი გამორჩა
კიმ ბესინგერისა და ალეკ ბოლდუინის ორსულმა ქალიშვილმა წვეულება სტრიპტიზკლუბში მოაწყო
შეგახსენებთ, 2021 წლის ოქტომბერში, ფილმ „ჟანგის“ გადასაღებ მოედანზე, ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლ „ბრმა ტყვიას“ ოპერატორი, ჰალინა ჰაჩინსი შეეწირა.
ალეკ ბოლდუინს გადამღები ჯგუფის სამი წევრი, მორალური ზიანის მიყენების გამო, სასამართლოში უჩივის