Google-მა Gboard-ის ქუდი შექმნა. ეს გახლავთ პორტატიული „ქუდი კლავიატურა“, რომელიც მომხმარებლების ყოველდღიური სტილის ნაწილად შეიძლება იქცეს. ტექნოლოგია იმდენად დახვეწილია, რომ მომხმარებლები ბეჭდვისას შეცდომებისგან მაქსიმალურად დაცულები იქნებიან.
აქსესუარი აღჭურვილია Bluetooth ტექნოლოგიით, იკვებება 3.7-ვატიანი ელემენტით და მისი დამუხტვა შესაძლებელია USB-C ადაპტერით.
მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS-ის შემთხვევაში.