LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანის სასტუმრო დამსვენებლებს კომოს ტბამდე ფერარით გაასეირნებს

113

მილანის სასტუმრო დამსვენებლებს კომოს ტბამდე ფერარით გაასეირნებს. სასტუმრო Mandarin Oriental-მა გადაწყვიტა, სისწრაფის მოყვარული სტუმრებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი მოემზადებინა და სისწრაფე და სილამაზე ერთმანეთისთვის შეეხამებინა.

ახალი სერვისი მსურველებს საშუალებას მისცემს, რომ კომოს ტბა ფერარის საკოლექციო მოდელით Ferrari Dino 246 GT-ით მოიარონ. შემდეგ კი ტბაში კატერით გაისეირნონ და პერსონალური გიდისგან საინტერესო ისტორიებიც მოისმინონ.

რაც შეეხება სერვისის ღირებულებას, ის სასტუმროში განთავსებასაც გულისხმობს და ღამეში 5 100 ევრო ეღირება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები