„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, დაახლოებით, 15%-ზე არის ჩამოსული,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 15%-იან პარტიას პრემიერობის კანდიდატის გაყვანის რესურსი არ ექნება.
„ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ეს რეიტინგი კიდევ უფრო მეტად შემცირდება, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება, ყველამ ვიცით, რომ 15%-იან პარტიას და მით უმეტეს, არც 10%-იან პარტიას პრემიერობის კანდიდატის გაყვანის არავითარი რესურსი არ აქვს.
შიდა დაპირისპირებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია, იმისათვის, რომ დემოკრატიული სისტემა გაძლიერდეს საქართველოში, რაც ნაკლები „ნაციონალი“ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, მით უკეთესი, ჩვენი დემოკრატიული სისტემისთვის,“ – აღნიშნა კობახიძემ.