LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგორი კარასინი: „ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებს“

162
კარასინი და სალომე

„ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგორი კარასინმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ განაცხადა.

აღნიშნულით იგი გამოეხმაურა პრეზიდენტის CBS NEWS-სთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც მან რუსებზე თქვა, რომ „ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან“.

„შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან“ - სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მოქალაქეებზე

კითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო უარს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს შეკითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვან.

telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კარასინმა სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს „ბოდვა“ უწოდა:

„ზურაბიშვილი რუსული თემით პარაზიტობას აგრძელებს. ახლა იმ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები აღელვებს, რომლებიც „მტრის ენაზე ლაპარაკობენ“.

პრეზიდენტი ამაში რუსეთისთვის სრულფასოვანი ომის გამოცხადების წინაპირობებს ხედავს და მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. მსგავს საჯარო განცხადებებს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ, გარდა ბოდვისა. დარწმუნებული ვარ, ეს თბილისსაც ესმის.“– წერს გრიგორი კარასინი.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარი, რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება“ – სალომე ზურაბიშვილი

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ „არსებობს წვრილი ხაზი და ეს ხაზი უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ“.

გრიგორი კარასინი სალომე ზურაბიშვილს: პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g