ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.