LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება ბენ? – ჯენიფერ გარნემა და ბენ აფლეკმა ერთმანეთის ტელეფონები „გაქექეს“

415
ბენ-აფლეკი

ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ახალი ფოტოები, რომლებიც პაპარაცებმა სანტა-მონიკაში გადაიღეს, დღეს მედიის ყურადღების ცენტრშია. რვა წლის წინ დაშორებული მეუღლეები ერთმანეთს ავტოსადგომზე შეხვდნენ და ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა კადრი, როგორ უზიარებენ ერთმანეთს ტელეფონებს აფლეკი და გარნერი.

ცხადია, უცნობია, რა სახის ინფორმაცია გაცვალეს ყოფილმა მეუღლეებმა, თუმცა ფაქტია, რომ ორივეს სახეზე ღიმილი არ მოსცილებია. მედია კი წერს, რომ აფლეკმა და გარნერმა ტელეფონები „გაქექეს“.

აფლეკი და გარნერი, რომლებიც ახლა სამ შვილს ზრდიან, მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. ამის მიუხედავად, მათი ყოველი შეხვედრა, მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები