მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ გამომწერების კითხვებს უპასუხა. ერთ ერთი მისი გამომწერი დაინტერესდა, იცოდა თუ არა თათას და კონსტანტინეს ურთიერთობის შესახებ თავიდანვე.
ბაბიმ გამომწერებს გულახდილად გაუმხილა ყველაფერი
„ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი კითხვაა და რადგან თათამ უკვე ისაუბრა ამ თემაზე, თავს უფლებას მივცემ, ჩემს გამომწერებს დავუკმაყოფილო ინტერესი.
ვიცნობდი კი არა, საერთოდაც ისე დაიწყო ამბავი, რომ კონსტანტინეს მე მივეცი თათას ნომერი. ვიცნობდი და ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, თათას ნომერი მინდა, საქმიანი წინადადება მაქვს, მინდა, ჩემი კომპანიის რეკლამაში გადავიღოო.
დავურეკე, თათას და ვუთხარი ასეთი ბიჭია და საქმიანი წინადადება აქვს შენთან და თუ თანახმა ხარ, დაგაკავშირებ – მეთქი და კი ბატონოო, მითხრა. საქმიანი წინადადების წინააღმდეგი არ ვარო. ასე დაკავშირდნენ და მერე აღმოჩნდა, რომ მთლად საქმიანი წინადადებაც არ ყოფილა შედეგი კი ნახეთ, რომ ყველაფერი ხელის თხოვნით რომ დაგვირგვინდა“. – ამბობს ბაბი კირკიტაძე.
სლაიდზე ერთ ერთი ფოტო: van_georgephotography