ჯეი ლომ თავისი მომავალი ალბომისა და მოკლე ფილმის, This Is Me … Now „თიზერი“ გაავრცელა. მისი ნამუშევარი დღის შუქს 2024 წლის 16 თებერვალს იხილავს. მანამდე კი 54 წლის არტისტისა და მსახიობის სენსაციური ვიდეოებით შეგიძლიათ დატკბეთ.
ერთ კადრში, ჯეი ლო ბუხართან ზის და ბენ აფლეკის სასიყვარულო წერილს წვავს, რომელიც 2002 წლით თარიღდება.
„ცხოვრება რთულია, თუმცა შენ ხარ საოცარი. დიდი მადლობა საჩუქრისთვის. იმედი მაქვს ყვავილები მოგეწონა, შენ მე მითხარი, რომ შენთვის საკმარისი არასდროს იქნება… მე შენი მჯერა“, – წერია წერილში.
ცნობისთვის, ალბომი This Is Me … Now 2002 წლის ალბომის ერთგვარი გაგრძელებაა. სწორედ იმ პერიოდში იყვნენ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დანიშნულები, თუმცა მალევე გაშორდნენ ერთმანეთს.
ადელის კონცერტზე ამღერებული ჯეი ლო და არტისტის უახლესი, შოკისმომგვრელი ფოტოები
„აი ეს არის ღვთაებრივი სილამაზე“ – 54 წლის ჯეი ლო პომპეზური კაბით კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა