LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლო დიდი სიახლეებით ბრუნდება და ალბომს, This Is Me … Now აანონსებს – ნახეთ არტისტის პირველი ვიდეო სოციალური ქსელების გაუქმების შემდეგ

111
Untitled.pngrerre

ჯენიფერ ლოპესმა სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში, „ფეისბუკსა“ და „ინსტაგრამზე“ ყველა ფოტო წაშალა, პროფილის ფოტოებად კი შავი ფონი დააყენა. თუმცა ახლა გაირკვა, რომ ეს ქმედება რაღაც ახლის დასაწყისია. ჯეი ლო საზოგადოებას დიდი სიახლეებით დაუბრუნდა.

ექაუნთების გაუქმების შემდეგ, მისი პირველი აქტიურობა სოციალურ ქსელებში ახალი ალბომის დაანონსებით დაიწყო. 53 წლის არტისტი 2002 წლის ალბომის გაგრძელების გამოშვებას გეგმავს. ალბომი, სახელად This Is Me … Now დღის შუქს 2023 წელს იხილავს. ვიდეო საოცრად საინტერესოა, ის 20 წლის წინანდელი ფოტოთი იწყება და ახლით გრძელდება.

ცნობისთვის, 2002 წელს გამოსულ ალბომში მისი ცნობილი ჰიტი Jenny From The Block არის წარმოდგენილი, სადაც მონაწილეობა ბენ აფლეკმა მიიღო.

„ბენი ხომ კარგადაა?“ – ჯეი ლომ სოციალური ქსელებიდან ყველაფერი წაშალა და შავი ფოტოები დააყენა

„ბენიფერს“ ყველაფერი კარგად აქვს – ჯეი ლომ და ბენმა „ბროდვეიზე“ გაიბრწყინეს

 

View this post on Instagram

 

A post shared by Jennifer Lopez (@jlo)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები