LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია სააკაშვილზე: „არ ვთვლი, რომ დღეს პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.. მისი გამოშვება ქვეყნის პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციას გამოიწვევს“

170
Untitled design (1)

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრეზიდენტმა მიერ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.

პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე: ასეთი ნაბიჯი იქნება არა დეპოლარიზაციის, არამედ ზეპოლარიზაციის საბაბი

როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, მესამე პრეზიდენტის შეწყალება „ქვეყნის პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციას გამოიწვევს“.

„მიშა სააკაშვილის პატიმრობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის ბუნებაში არანაირი კავშირი არ არსებობს. საერთო ჯამში, ნებისმიერი ქვეყნისთვის პრეზიდენტის პატიმრობა ყოველთვის რეპუტაციული პრობლემაა, მაგრამ რეპუტაციული პრობლემაა, როდესაც პრეზიდენტი მოქალაქეობას იცვლის და სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ კარიერას აგრძელებს, როდესაც ამ პრეზიდენტის პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ან გამოუშვით, ან ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ევროპულ პერსპექტივას ვერ მიიღებთ..

სააკაშვილის გამოშვება ქვეყნის პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციას გამოიწვევს, ამიტომ ჩვენი ჰუმანიტარული პოზიციის მიუხედავად, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დღეს პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს.

ქართულ პოლიტიკურ პროცესზე ამას ნეგატიური ზეგავლენა ექნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, 2021 წლის არჩევნების წინ, „სააკაშვილის ჩამობოდიალება „ქართული ოცნებისთვის“ საჩუქარი იყო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები