LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე: ასეთი ნაბიჯი იქნება არა დეპოლარიზაციის, არამედ ზეპოლარიზაციის საბაბი

292
1

შეკითხვაზე – შესაძლოა თუ არა, გადახედოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავიშრებულ საკუთარ მოსაზრებას, ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის სიტყვას ასრულებს.

სააკაშვილის შეწყალებაზე ჩემი პოზიცია უცვლელია, არა და არასოდეს! – სალომე ზურაბიშვილი

ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი – არასოდეს: სალომე ზურაბიშვილი

როგორც პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, სააკაშვილის შეწყალებისკენ გადადგმული ნაბიჯი არა დეპოლარიზაციის, არამედ ზეპოლარიზაციის საბაბი იქნება:

“საერთოდ, სიტყვას ვასრულებ და მგონი, არავინ არის, ვისაც შეუძლია თქვას, რომ სიტყვა არ შემისრულებია, ესეც არის ნდობის მომენტი. სწორედ იმ სამ მაგალითზე  დაყრდნობით დაინახა საზოგადოებამ, რომ როცა ვთვლიდი, ოდნავ დეპოლარიზაციის მიმართულებით შეიძლებოდა ნაბიჯი გადამედგა, რაც არ უნდა მტკივნეული თუ სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი.

ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის, ამაში ვინმე თუ გადამარწმუნებს. მაგრამ არ მგონია. თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი, მე არაფერს გავაკეთებ, რაც დამატებით პოლარიზაციისკენ წაიყვანს ამ ვითარებას”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ვრცლად პრეზიდენტის განცხადებები:

ბიძინა ივანიშვილთან ბოლო 1,5 წელია არანაირი ურთიერთობა არ მაქვს: სალომე ზურაბიშვილი

მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას, იმედი მაქვს, რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა: სალომე ზურაბიშვილი

საზოგადოება გადაიღალა, რაღაც თუ არ ვიღონეთ და ერთ ჯადოსნურ წრეზე ვიარეთ, ქვეყანა წინ ვერ წავა: პრეზიდენტი