LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი სააკაშვილზე: „უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“

228
სალომე და მიშა

„უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტი, სხვა საკითხებთან ერთად, მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს.

სააკაშვილი: „ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ჩემს შვილებს მამა ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს“

პრაღის სათავო ოფისში ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე, რაზედაც ზურაბიშვილმა უპასუხა:

პრეზიდენტი: არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ.

ეს არ შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე. არა მხოლოდ მან, შევარდნაძემაც, დიდი როლი შეასრულა.

ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა, ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა. მან პირველმა თქვა: „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ შეასრულა თავისი როლი. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობები შემდეგ ავტოკრატიულად იწყებენ ხოლმე მოქცევას“. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„პრეზიდენტის ნათქვამი „არა და არასდროს“ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს“ – მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები