LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადგურის მოედნის და დადიანის ქუჩის საავტომობილო ხიდით დაკავშირება იგეგმება – „მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები“

140
BeFunky-collage (1)

მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გუშინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს.

გარდა ამისა, მისი განცხადებით, ეწყობა ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც შეამცირებს გადაადგილების დროს, როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა, შესაბამისად, ყველა მათგანისთვის უნდა ჩატარდეს გავლენების ანალიზი.

სხდომაზე კალაძემ იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელსაც აღნიშნული სტრატეგია მოიცავს.

„სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით – ეს შეიძლება იყოს ტრამვაი ან მეტრო. ზოგადად, დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდი პრობლემას წარმოადგენს, ისეა გადატვირთული აღმაშენებლის ხეივანი.

ეს ასევე პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი აღმაშენებლის ხეივანში, აუცილებელია საავტობუსე ზოლების მოწყობა. ეს ასევე საჭიროა მარშალ გელოვანის გამზირზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„აუცილებელია, რომ აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანის გამზირზე საავტობუსე ზოლები მოეწყოს“ – კახა კალაძე

სხდომაზე მერმა დაავალა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები, ხოლო შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g