მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ, რომელსაც ამჟამად UN Tourism ჰქვია და რომელიც გაეროს სააგენტოს წარმოადგენს, 2024 წლის საუკეთესო ტურისტული სოფლების გამოსავლენად განაცხადების მიღება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ტურისტული სოფლების ქსელი 55 ქვეყნის 186 დასახლებას აერთიანებს, რომელთაგან 129-ს საუკეთესო ტურისტული სოფლის ტიტული აქვს მინიჭებული, 57 სოფელი კი მოდერნიზაციის პროგრამაშია ჩართული.
სააგენტოს ხელმძღვანელის ზურაბ პოლოლიკაშვილის განმარტებით, საუკეთესო სოფლის ტიტული იმ პუნქტებს ენიჭებათ, რომლებიც ტურიზმს განიხილავენ შესაძლებლობად ან ინსტრუმენტად მდგრადი განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური ბუნების მოსაფრთხილებლად.
წესების მიხედვით, საუკეთესო ტურისტული სოფლის ტიტულის მისაღებად გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა მაქსიმუმ 8 კანდიდატი უნდა წარადგინონ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 24 აპრილი.
ცნობისთვის, საუკეთესო ტურისტული სოფლის წოდება 2021 წელს მესტიამაც მოიპოვა.