მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ 29 იანვარს მისი 27 წლის იუბილე ბაჰამის კუნძულებზე აღნიშნა.
დაუვიწყარი დღეების კადრებს ნუცა სოციალური ქსელის გამომწერებს უზიარებს.
„დაბადების დღის მოგზაურობა ბაჰამის კუნძულებზე“. – წერს ნუცა.
ნუცას დაბადების დღის ფოტოებში ვკითხულობთ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის კომენტარს:
„ნუცა გილოცავ! და გთხოვ, აარჩიო ყველაზე ყველაზე ენერგიული და ვოკალურად რთული შესასრულებელი სიმღერა ევროვიზიაზე და გული მიგრძნობს წელს შენ და საქართველო გაიმარჯვებთ!!!! ?❤️წარმატებები ! მე შენი მჯერა. Good luck ❤️??????იტალიიდან ხმები ჩემზეა“
