LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ზურა გორგაძე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო: „რვა წელი დავკარგე დრო, ენერგია, ფული და ჯანმრთელობა… ახლა ვარ თავისუფალი ვალებისგან, უხერხულობისგან და გამუდმებული სტრესისგან…“

406
ზურა გორგაძე

ტელესახე და მსახიობი ზურა გორგაძე „დილა მშვიდობისა საქართველო“ ლუდომანიის შესახებ საუბრობს და თავის გამოცდილებასაც უზიარებს მაყურებელს:

„ის, რომ მოთამაშე ადამიანი ცალსახად ცუდია, უგუნურია, მას არავინ უყვარს, პატივს არავის სცემს და მასზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ, მცდარი წარმოდგენაა. ის, რომ ყოფილი ლუდომანი არ არსებობს, ესეც სტიგმაა. ეს კი ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია. ლუდომანია ეს არის ქრონიკული დაავადება, მაგრამ შესაძლოა რემისია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება. აქ მთავარი მოთამაშის სურვილია…

გამოსავალი არსებობს და ამაზე გესაუბრებათ ადამიანი, რომელმაც წლების წინ თავისი ცხოვრების რვა წელი აზარტულ თამაშებს დაუთმო. დაკარგა ბევრი დრო, ენერგია, ფული, ჯანმრთელობა, ნერვები, თუმცა მოახერხა და დღეს არის თავისუფალი ვალებისგან, უხერხულობისგან, გამუდმებული სტრესისგან და რაც მთავარია, დაავადებისგან, რომელსაც ჰქვია ლუდომანია და ამას აუცილებლად შეძლებთ თქვენც!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g