LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარ გამზირზე აღლუმების ჩატარება მოინდომეს – ბავშვის ფსიქოლოგიაშიც კი შევიდნენ – თურმე, დედიკოსა და მამიკოს ნაცვლად, მამიკო და მამიკოც ნორმალური მშობლები არიან“ – მაჭარაშვილი

145
გურამ მაჭარაშვილი

„მთავარ გამზირზე აღლუმების ჩატარება მოინდომეს, რაც ყველაზე დიდი უბედურებაა. ბავშვის ფსიქოლოგიაშიც კი შევიდნენ – თურმე, დედიკოსა და მამიკოს ნაცვლად, მამიკო და მამიკოც ნორმალური მშობლები არიან“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით იგი მმართველი ძალის საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც უმრავლესობის ლიდერების განმარტებით, „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

„ფსევდოლიბერალები ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ – ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი“ – მდინარაძე ახალი კანონპროექტის შინაარს განმარტავს

გურამ მაჭარაშვილის აზრით, საზოგადოება ლგბტ პროპაგანდისგან დასაცავია.

„ლგბტ, ანუ გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდა საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია. ძალიან კარგი იქნება, თუ მივიღებთ ამ კანონს იმიტომ, რომ უნდა დარეგულირდეს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება ლგბტ პროპაგანდისგან.

ღიმილით კი ვხვდებოდით ამ ყველაფერს 15-20 წლის წინ, მაგრამ 4-5 წლის წინ გაასერიოზულეს ეს საკითხი. მთავარ გამზირზე აღლუმების ჩატარება მოინდომეს, რაც ყველაზე დიდი უბედურებაა. ბავშვის ფსიქოლოგიაშიც კი შევიდნენ – თურმე, დედიკოსა და მამიკოს ნაცვლად, მამიკო და მამიკოც ნორმალური მშობლები არიან.

პაპუაშვილი: მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც ცოტა ხანში გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას ქართლის დედა აღარ უნდა ერქვას, „დედა ენას“ აღარ უნდა დაერქვას „დედა ენა“ და დედამიწას – დედამიწა

ეს არის კატასტროფა. ოპოზიცია აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში; ერთი მხრივ, საჯაროდ თქვან, რომ მომხრეები არიან ლგბტ და გაუკუღმართებული პროპაგანდისა ცუდი იქნება იმიტომ, რომ მათივე ამომრჩეველშიც კი ძალიან ბევრი კონსერვატორი ადამიანია; მეორე მხრივ, თქვან, რომ დიახ, ამ კანონს მივიღებთ, ესეც პრობლემა იქნება იმიტომ, რომ მათი პატრონები ამას არ მოიწონებენ“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g