ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე, „ევროვიზიაზე“ საქართველოს 2024 წელს ნუცა ბუზალაძე წარადგენს.
მომღერლები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი სოციალურ ქსელში ნუცას მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებენ.
,,ვუგულშემატკივროთ ნუცას ევროვიზიაზე…წარმატებები!! აუცილებლად უნდა მოვიგოთ”, – წერენ ოთო და ნიკოლოზი.
აღსანიშნავია, რომ მომღერალმა კონკურსზე წარსადგენი სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა დღეს გამართა.
Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს.