LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლგბტ პროპაგანდის მხარეს დიდი ფინანსები დგას.. გუშინ ისინი ცისარტყელამ გააერთიანა, იყვნენ აჟიტირებული, მართლა პროპაგანდისტები არიან – ბავშვებს ცისარტყელა წაართვეს“ – მდინარაძე არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე

148
მამუკა მდინარაძე

„ჩემი ვარაუდია, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დიდი ფინანსები დგას – გამოაქვეყნონ ფინანსები და უარყონ, რომ პროპაგანდის მხარდაჭერაში ფული არ იხარჯება!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მხრიდან დაწყებულია კოორდინირებული კამპანია, რომლის წარმოება დიდი ფინანსების გარეშე შეუძლებელია.

ლაშა ტუღუში: „როგორ უნდა აკონტროლონ ლგბტ თემის პოპულარიზაცია, ვინ უნდა გააკონტროლოს?  – ცენზურა შემოაქვთ, თუ მორალის პოლიცია? შემდეგი ნაბიჯი რა არის? ჩამოხრჩობა?“

„ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას და თვითკრიტიკულად ვამბობ: – ვაბრალებ მათ, რომ ლგბტ პროპაგანდისთვის ფინანსების დიდი ნაწილი იხარჯება – უთხრან დამფინანსებლებსა და მოქალაქეებს, რომ ეს არის მართალი ან ტყუილი! – განაცხადა მამუკა მდინარძემ.

მისი თქმით, ადგილი აქვს კოორდინირებულ ქცევას, რათა ლგბტ პროპაგანდა და უფლებები გააიგივონ და დაახლოვონ.

ასევე ნახეთ

აღნიშნულით მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს.

„ჩვენი მიზანია, უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთს დავაშოროთ და უფლებებს არავინ შეეხოს. ამაზე იბრაზებენ თავს! უფლებების დაცვის ხარისხი აბრაზებთ?! ჩვენ ვეუბნებით, უფლებების დაცვის ხარისხი გავზარდოთ! – ამაზე ბრაზდებიან? პროპაგანდა ავკრძალოთ! – ამაზე ბრაზდებიან? გვითხრან!

მდინარაძე: „ვცდილობთ უფლებები და პროპაგანდა განვაცალკეოთ, ერთის ხარისხი ავწიოთ და მეორეს ვებრძოლოთ, პროპაგანდისტები კი ცდილობენ შეატყუპონ და ერთმანეთთან გააიგივონ – ფსევდოლიბერალები ეროვნულ საქმეს ვერ შეგვაწყვეტინებენ“

გუშინ ისინი ცისარტყელამ გააერთიანა – რაც ჩვენ ვერ ვქენით, ის ცისარტყელამ ქნა! სხვა მხრივ გაერთიანება ვერ გაბედეს და ცისარტყელამ და მისმა ფერებმა გააერთიანა. იყვნენ აჟიტირებული და გახარებული. მართლა პროპაგანდისტები არიან – ბავშვებს ცისარტყელა წაართვეს“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„არჩევანი შემდეგია: ან ეროვნული დროშა, ან – ლგბტ დროშა“ – გურამ მაჭარაშვილი

magti 5g