UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ”, – წერს ილია თოფურია Instagram-ზე.
ილია თოფურია საქართველოში იმყოფებოდა. 21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის მატჩამდე გამოვიდა და ქართველ გულშემატკივარს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.