მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა, რომელიც ავარიაში მოჰყვა, სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და საკუთარ გამომწერებს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობას უხდის.
„ჩემო ძვირფასებო, მადლობა ამ სითბოსთვის და ყურადღებისთვის! კარგად ვარ! იღბლიანი ვარ და ღმერთს ვუყვარვარ! უნაკაწროდ გამოვედი საშინლად ნაავარიევი მანქანიდან, ყველას გესიყვარულებით“, – წერს ნანუკა გულუა.
