LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში შეზღუდვები მომდევნო კვირიდან მოიხსნება: პირველ რიგში, აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

114
batum 22

25 სექტემბრიდან აჭარაში რესტორნები 22:00 საათიდან დაიხურა, მუშაობა სრულად შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. დღეს ცნობილი გახდა, რომ რეგიონში დაწესებული რეგულაციები მომდევნო კვირიდან მოიხსნება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის  განცხადებით, აჭარაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც მთავრობას არსებული რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის საშუალება მისცა.

“ყველაზე საშიში მდგომარეობა თბილისშია” – როგორ ნაწილდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში

პირველ ეტაპზე, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება.

“ვითარება ყოველდღიურად სტაბილურდება და ამაზე მეტყველებს დაინფიცირების ახალი გამოვლენილი შემთხვევებიც, სადაც გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული კლება და ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც ყოველდღიურად. დღეს უკვე გვყავს 250 გამოჯანმრთელებული. ჯამში, აჭარაში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული. ამის პარალელურად, გრძელდება მიზნობრივი ტესტირება. ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში გაკეთა 2000-ზე ტესტი. ჩვენს მიერ განხორციელებულმა ღონისძებებმა, რაც ითვალისწინებდა მობილობის შეზღუდვას ბათუმში შესაბამისი შედეგები გამოიღო. იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემია დასტაბილურდა, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ დღის წესრიგში დადგეს ეტაპობრივი შეზღუდვების მოხსნის გეგმა, რომლის უფრო კონკრეტული გეგმით შემდეგ კვირაში წარვსდგებით. პირველ რიგში, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს საკითხი აქტიურად განიხილება.

ასევე, უამრავი მშობელი ელოდება სკოლების და ბაღების განახლებას და შეზღუდვების მოხსნის გეგმაში ეს ყველაფერი იქნება კონკრეტული თარიღებით წარმოდგენილი“, – განაცხადა რიჟვაძემ.

6 გარდაცვლილი პაციენტი, 527 ახალი შემთხვევა და 313 გამოჯანმრთელებული- კორონავირუსი საქართველოში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g