LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო ნიჟარაძე: მინდა გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს, ვთვლი, რომ გაჩუმება ნამდვილად არ შეიძლება!!! არასდროს გავჩუმებულვარ სხვებისგან განსხვავებით და არც აზრის დაფიქსირების შემშინებია, როცა ხმის ამოღება მართლა საფრთხის შემცველი იყო, ბევრი მახსოვს სირაქლემას პოზაში და ასეთები დღეს მორალს ნუ წაგვიკითხავთ!

1258
აჩიკო ნიჟარაძე

„მე მჯერა, რომ ყველაფერი მალე გადაივლის და დალაგდება, მაგრამ ამ დანგრეულ ურთიერთობებს რა ეშველება?! ამაზეც ვიფიქროთ, ყველამ ერთად! ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს და გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. საქართველო უპირველეს ყოვლისა“, – წერს მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

აჩიკო ნიჟარაძე ასევე ეხმიანება გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მომდინარე მოვლენების შესახებ საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებენ და წერს, რომ „სხვებისგან განსხვავებით არასდროს გაჩუმებულა და არც აზრის დაფიქსირების შესშინებია“.

„მინდა გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს, ვთვლი, რომ გაჩუმება ნამდვილად არ შეიძლება!!! არც არასდროს გავჩუმებულვარ სხვებისგან განსხვავებით და არც აზრის დაფიქსირების შემშინებია. როცა მართლა საფრთხის შემცველი იყო ხმის ამოღება, ბევრი მახსოვს სირაქლემას პოზაში და დღეს მორალს ასეთები ნუ წაგვიკითხავთ!

უკვე მერამდენე დღეა, ვათენებთ და ვაღამებთ მთელი ქვეყანა იმაზე ფიქრით, თუ როგორ შეიძლება დამშვიდდეს ეს სიტუაცია, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მოხდეს ადამიანების შეთანხმება და გაერთიანება. ნამდვილად არავის არ მოსწონს ამ არეულობის ყურება.

ყოველთვის ვგმობდი და დღესაც დავგმობ ნებისმიერი მხრიდან ძალადობას და ვთვლი, რომ ყველა მოძალადე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ახალს ნამდვილად არაფერს არ ვწერ, ეს ყველა ნორმალური ადამიანისთვის ასე უნდა იყოს.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ეს ჩემი არჩევანი და უფლებაა, ასე რომ, არავის აქვს უფლება მიმითითოს, რა არჩევანი უნდა გავაკეთო და სად უნდა ვიდგე. თუ დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება გვინდა, მაშინ ერთმანეთის აზრის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ეს დაპირისპირება და ბულინგი არც ქართული და არც ევროპულია!!!

აჩიკო ბერიძე: „ფოტო შევცვალე და რატო გამოცვალეო, სიტყვა ვთქვი, რატო თქვიო?! ამათ ბულინგს თავი არ დაუხაროთ და მაგრად იყავით – სიმართლე ჩვენკენ არის ქართველებო!..“

მე და ჩემი ოჯახი ყოველთვის ვდგავართ იქ, სადაც ვთვლით, რომ სწორი გზაა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ინტერესები ჩემთვის იყო, არის და ყოველთვის იქნება უპირველესი, იმიტომ რომ ეს ჩემი სამშობლოა!!!

მე მჯერა რომ ყველაფერი მალე გადაივლის და დალაგდება, მაგრამ ამ დანგრეულ ურთიერთობებს რა ეშველება?! ამაზეც ვიფიქროთ, ყველამ ერთად!

ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს და გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. საქართველო უპირველესყოვლისა“, – წერს აჩიკო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.

„არცერთ განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიცია არ გაპატიებს იმას რასაც საქართველოში, ქართველი სამართალდამცველი გპატიობს!“ – ზურა ხაჩიძე

მინდა გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს, ვთვლი რომ გაჩუმება ნამდვილად არ შეიძლება!!! არც არასდროს გავჩუმებულვარ…

Posted by Achiko Nizharadze on ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g