LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანები გარბიან სამსახურიდან, რადგან ეს სფერო არასტაბილურად მიაჩნიათ“ – სარესტორნო ბიზნესი მომხმარებლების სიმცირეს უჩივის

89
front

„40 წლიანი ბიზნესგამოცდილება მაქვს და ისეთ სიტუაციაში პირველად ვარ, როდესაც არ ვიცი რა ვქნა. ადამიანები გაბიან სამსახურიდან, რადგან ეს სფერო არასტაბილურად მიაჩნიათ. სამუშაოდ მიდიან იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში. ურჩევნიათ იქ მოხუცის მოვლაში 800 ევრო აიღონ, ვიდრე აქ, როცა უკონტროლოა ყველაფერი, არ იცი როდის დაგხურავენ და როდის”, – ამის შესახებ რესტორან „კახელების“ დამფუძნებელი ჭიჭიკო გოლეთიანი აცხადებს. ის „ბიზნესპარტნიორთან“ სარესტორნო ბიზნესში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ რაც „მწვანე პასპორტების“ მექანიზმი ამოქმედდა, „კახელებში“ აქტივობა დაახლოებით 25%-ით შემცირდა.

„ქვეყანაში არ ჩატარდა ნორმალური კამპანია იმისთვის, რომ საზოგადოება ვაქცინაციის დადებით შედეგში დარწმუნებულიყო. ის ადამიანი, ვისაც არ სჯერა ვაქცინის, ის რესტორანში ან კაფეში შესვლისთვის არ აიცრება. არ მგონია, ამან დიდი შედეგი მოიტანოს“, – ამბობს გოლეთიანი „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე განმარტებით, ყველაფერი გადაინაცვლებს კერძო ბინებში და არალეგალური გახდება, რაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g