ბრედლი კუპერმა პლასტიკური ქირურგიის შესახებ გავრცელებული ხმების შემდეგ, პირველად დაარღვია დუმილი და თქვა, რომ ბოლო პერიოდში ხშირად იღებს კომპლიმენტებს გარეგნობასთან დაკავშირებით.
„ბოლო რამდენიმე კვირაა, ადამიანები მხვდებიან და მეუბნებიან, კარგად გამოიყურებიო!“ – განაცხადა მსახიობმა Smartless-ის პოდკასტის 5 იანვრის ეპიზოდში.
50 წლის კუპერმა კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც წამყვანმა მას ღიმილით უთხრა, რომ ყველა ფიქრობდა, თითქოს ბრედლიმ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ამ ფრაზას ბრედლი სიცილით შეხვდა.
„არა ბრედლის ოპერაცია, რა თქმა უნდა არ გაუკეთებია!“, – დაამატა წამყვანმა სიცილით.
აღსანიშნავია რომ, ბრედლი კუპერმა 2023 წელს დიდი გარდასახვა განიცადა ფილმში Maestro, სადაც ლეგენდარული კომპოზიტორის, ლეონარდ ბერნსტაინის როლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ კუპერმა წონაში საგრძნობლად დაიკლო.
„დიახ, თანახმა ვარ“ – ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა – წყვილი 2026 წელს დაქორწინდება
