მცირე ხნის წინ მომღერალმა ნუცა თოფურიამ 26 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. საღამოზე მისული სტუმრები ნუცამ საოცარი სიმღერებით გაანებივრა და ოვაციები დაიმსახურა.
ნუცა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მის დაბადების დღეზე გულახდილად ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე, როგორ ჩაიარა დაბადების დღემ, ნუცა პასუხობს:
„დაბადების დღემ ძალიან კარგად ჩაიარა, არანაირი უხერხულობა და დაძაბულობა არ იგრძნობოდა, მაგრამ მეორე დღიდან დაიწყო ამბავი… ლანძღავდნენ ჩემ მეგობრებს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან ერთ სივრცეში მოხვდნენ. ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მე 24/7 -ზე აქციებზე ვიდექი, ის გოგონები ლანძღავდნენ ჩემ ძალიან ახლო მეგობრებს… “. – ამბობს ნუცა.
ნანუკამ ნუცას შეახსენა, მარიან შენგელიასთან მეგობრობის დროებითი პაუზა, რაზეც მომღერალი პასუხობს:
„ძალიან ბუნებრივად მოხდა ეს ყველაფერი. იმ რეალობაში წარმოუდგენელი იყო ბევრი რამ… ძალიან ბევრი ვიფიქრე, ამ გოგონებისთვის (რომლებიც ლანძღავდნენ ჩემთან სტუმრად მოსულ ადამიანებს) კომენტარი დამეწერა თუ არა. მერე მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ კამათში გადაიზრდებოდა…
ადამიანები, რომლების პოლიტიკურად სხვაგან არიან, ასე უბრალოდ ხაზს ვერ გადავუსვამ. ჩვენ ერთ სცენაზე ვთამაშობთ, ვერ მიხვალ თეატრში ისე, რომ მათ გამარჯობა არ უთხრა. ისინი ჩემი ცხოვრების ნაწილი არიან, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცით, ჩვენ სხვადასხვა აზრზე ვართ.
გოგონებს, რომლებთან ერთადაც აქციაზე ვიყავი, იმის გამო „გადაუარეს“, რომ ჩემ დაბადების დღეზე მოვიდნენ, ეს არის ტოპ მარაზმი, რაც შეიძლება, რომ გავიგო“, – ამბობს ნუცა თოფურია.
ნანუკა ჟორჟოლიანის კითხვას, რა გითხრა ამ ამბავმა, ნუცა პასუხობს:
„ძალიან იმედგაცრუებული და ძალიან ნაწყენი ვარ “.
ვიდეო: „დღეს ჩემი სიყვარული და ბედნიერება დაიბადა“ – კადრები ნუცა თოფურიას მხიარული დაბადების დღიდან
