„ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტი შვეიცარიაშია: სალომე ზურაბიშვილი ფოტოს ქალაქ ბაზელიდან „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს
ზურაბიშვილმა ფოტო Instagram-ის პირად გვერდზე, შვეიცარიის ქალაქ ბაზელიდან, გამოაქვეყნა.
კახა კალაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის მიზანმიმართული წახალისება ხდება.
„თქვენ ალბათ, აკვირდებით პროცესს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ხელშეწყობა და წახალისება იმისა, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. ნუ, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს აღნიშნულ კონსტიტუციას და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი შედეგი ექნება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.